ჩვენს შესახებ

კომპანია „ავტოტესტი“ საქართველოში გერმანული ინვესტიციით განხორციელებული ერთ-ერთი პირველი პროექტია. კომპანიის პროფესიონალთა გუნდი ყველა კატეგორიის ავტომობილს  გერმანული MAHA - სა და ფრანგული CAPELEC - ის დანადგარების საშუალებით ამოწმებს. მოხერხებული სამუშაო გრაფიკი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ დროს მიიღონ მომსახურება და ისარგებლონ მაქსიმალური კომფორტით. „ავტოტესტის“ ტექინსპექტირების ცენტრები თბილისის შემდეგ უბნებშია ხელმისაწვდომი: დიღომი, საბურთალო და ვაკე.

მისია:

მაღალი პასუხისმგებლობით, ექსპერტიზითა  და ხარისხიანი მომსახურებით ვუზრუნველყოთ მომხმარებლელთა კმაყოფილება და უსაფრთხოება.

ობიექტურობა:

ჩვენ ტექინსპექტირებას მაღალი კომპეტენციით, გამჭირვალედ და უმოკლეს დროში ვატარებთ. წარმოვადგენთ ობიექტურ დასკვნას და შედეგად ოპტიმალურ გადაწყვეტილებას ვთავაზობთ ავტომფლობელებს.

პრინციპულობა:

ჩვენ პროფესიონალები ვართ, ამიტომ ყოველთვის ვიქნებით პრინციპულები, როდესაც საქმე ადამიანების

უსაფრთხოებასა და გარემოს დაბინძურებას ეხება.

ჩვენმა შემოწმებულმა ავტომობილმა არავის უნდა ავნოს!