M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება, როგორც: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
M1 კატეგორიის ავტომობილი, ავტო ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ M1 კატეგორიის ავტომობილი გამოიყენება, როგორც ტაქსი ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტო სატრანსპორტო საშუალება, ავტო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.
M1 კატეგორიის ავტომობილის ტექინსპექტირების ღირებულება - 60 ლარი, ვიზიტის დაჯავშნის საკომისიო- 1 ლარი.
დიდი მადლობა თქვენ, მაღალი კლასისთვის! კლიენტის კომფორტზე ზრუნვისთვის!👏👌❤️
სწრაფად და კომფორტულად გავიარე ტექინსპექტირება 🚘 იქვე კომფორტული, დიდი კაფეა ☕️ და სამრეცხაოც🚿. მივედი, გასაღები გამომართვეს, კაფეში დავჯექი და 15 წუთში გადმომცეს დასკვნა👍
ძალიან დიდი მადლობა ავტოტესტს ოპერატიული და ხარისხიანი მომსახურებისთვის! არც რიგში ყოფნის დისკომფორტი შემქმნია და არც სხვა რამე პრობლემა👏👏👏🚗🚗🚗🚘🚘🚘
Good Place. You can also wash your car here.
Recommend it for everyone, real professional service
Great place for inspection. Fast and organized, highly recommended!