სიახლეები
17 მაისი
ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმების კონტროლი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და "საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციასთან" თანამშრომლობით, ორგანიზაციამ 'საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის' ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო "საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარემ - ვაჟა იორდანიშვილმა.