სიახლეები
ტექდათვალიერების ძირითადი პუნქტები ერთ ბლოგში
ტექდათვალიერება მანქანის ტექნიკურ შემოწმებას გულისხმობს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ფლობს მანქანას, კანონმდებლობა ტექდათვალიერების ჩატარებით ავალდებულებს. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ იმ ძირითად პუნქტებს, რომლებსაც სპეციალისტი ტექნიკური შემოწმების დროს აფასებს.
ვის და რა პერიოდულობით ეკუთვნის ტექდათვალიერება?
ამ მხრივ სამი კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ.
- კონკრეტული მანქანა გამოშვებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ საჭიროებს. ტექდათვალიერების გავლას, 8 წლამდე პერიოდში მისი ინსპექტირება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ არის აუცილებელი, ხოლო 8 წლის შემდგომ ავტომობილს ყოველწლიურად უნდა გაატაროთ ტექდათვალიერება.
- თუ თქვენი მანქანის ასაკი 4-დან 8 წლამდეა, მაშინ ტექდათვალიერება ყოველ 2 წელში ერთხელ უნდა გაიაროთ.
- თუ 8 წელზე დიდი ხნის განმავლობაში გყავთ კონკრეტული მანქანა, ვალდებული ხართ, ყოველწელს გაატაროთ ტექდათვალიერება.
რას ამოწმებს ინსპექტორი ტექდათვალიერების დროს?
ზოგადად, ტექდათვალიერების მიზანია დავრწმუნდეთ, რომ მანქანა უსაფრთხოა როგორც მისი პატრონისთვის, ასევე გარემოსა და სხვა ადამიანებისთვისაც. პროცესში გადამოწმდება ისიც, თუ რამდენად აკმაყოფილებს მანქანა საყოველთაოდ აღიარებულ გარემოსდაცვით სტანდარტებს.
ქვევით მარტივ პუნქტებად ჩამოვწერთ, თუ რა მოწმდება ტექდათვალიერების დროს:
1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
2. სამუხრუჭო აღჭურვილობა;
3. საჭით მართვის სისტემა;
4. ხილვადობა;
5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
7. შასი და მისი შემადგენლები;
8. სხვა მოწყობილობები;
9. უარყოფითი ზემოქმედება;
10.დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის;
როგორც წესი, ტექდათვალიერებას მანქანები რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო ვერ გადიან. გადავწყვიტეთ, ეს გარემოებები ერთად შეგვეკრიბა იმისთვის, რომ თქვენც მათ რიგებში არ აღმოჩნდეთ და ამ პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს პროცედურას მომზადებული დახვდეთ.
როგორ მოვამზადოთ ჩვენი მანქანა ტექდათვალიერებისთვის?
შეამოწმე, მუშაობს თუ არა ფარები და შუქამრეკლები. თუ რომელიმე მათგანი მწყობრიდანაა გამოსული, პირველ რიგში, დარწმუნდი, რომ ნათურა არ არის დაზიანებული. თუ აღმოჩნდა, რომ ნათურის პრობლემაა, უბრალოდ, ახლით გამოცვალეთ.
შემდეგ გადადით სამუხრუჭე ნათურების შემოწმებაზე. ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ და მოგიწევთ, სხვა დაიხმაროთ. სთხოვეთ მას, დააკვირდეს, ინთება თუ არა უკანა სამუხრუჭე ნათურები, როდესაც მუხრუჭს აწვებით.
დარწმუნდით, რომ ხელის მუხრუჭი გამართულად მუშაობს. თუ დაუბრკოლებლად მოძრაობს ზევით-ქვევით და თქვენგან არ მოითხოვს რაიმე სახის ძალისხმევას, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს და დაუყოვნებლივ სჭირდება ხელოსანი.
არ დაგავიწყდეთ ღვედების შემოწმებაც. დაათვალიერეთნ ღვედის მთლიანი სიგრძე და დარწმუნდით, რომ სრულიად უხარვეზოა. აქვე, გამოსცადეთ, რამდენად გამართულად მუშაობს სიგნალი.
დაბოლოს, დარწმუნდით, რომ ზეთი და საწვავი საკმარის დონეზე გაქვთ შევსებული და არ ჟონავს წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ტექდათვალიერება ვერ გაიაროთ.
რა ხდება, თუ მანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა?
თუ მანქანამ პირველივე ცდაზე ვერ გაიარა ტექინსპექტირება, გეძლევათ ვადა 30 კალენდარული დღის განმავლობაში, რომ აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ხარვეზების გამო არ დაჯარიმდებით.
30 კალენდარული დღის განმავლობაში ხელახლა უნდა მიხვიდეთ ტექინსპექტირების ცენტრში,
გაითვალისწინეთ, რომ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს ან იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, ან სხვა ინსპექტირების ცენტრში. დამატებითი საფასურის გადახდით, რაც შეადგენს მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 ლარს. განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად. ხარვეზად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების წარმდგენი ინსპექტირების ცენტრს წარუდგენს სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ხარვეზად მიჩნეული კომპონენტის შესაბამისობას სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საექსპლოატაციო დოკუმენტებით დადგენილ ნორმებთან.
სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. ვიზუალური შემოწმება მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებას და მათი შესაბამისობის დადგენას ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან,
რა ღირს ტექდათვალიერება?
ტექინსპექტირების ტარიფს სახელმწიფო ადგენს და ერთი და იგივეა ინსპექტირების თითოეულ ცენტრში. ერთადერთი განსხვავება ფასში ავტომობილის ტიპზეა დამოკიდებული: მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური შემოწმება 60 ლარი ღირს, ხოლო ელექტრომობილის - 48.
შეჯამება
ტექინსპექტირება მარტივი, თუმცა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა. 15-20-წუთიანი პროცესის განმავლობაში გამოვლინდება, რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის და თქვენი გარშემომყოფებისთვის ავტომანქანა და როგორ შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს. თუ ჩვენ მიერ განხილულ პუნქტებზე წინასწარ იზრუნებთ, თქვენი მანქანა ტექნიკურ შემოწმებას აუცილებლად წარმატებით გაივლის.