უკან
საერთაშორისო ორგანიზაცია "ოპუსი" კომპანია "ავტოტესტს" ეწვია

საერთაშორისო ორგანიზაცია "ოპუსი" კომპანია "ავტოტესტს" ეწვია

5 სექტემბერს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის(GVIBA) მოწვევით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისს ოპუსის აღმასრულებელი დირექტორი, ოპუსის აზიის მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად ესტუმრა. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საკითხები, დაათვალიერეს ტექინსპექტირების ცენტრები და პოზიტიურად შეაფასეს ცენტრების აღჭურვილობა და მათი მუშაობის პროცესი.