უკან
საერთაშორისო აღიარება

საერთაშორისო აღიარება

რამდენიმე თვიანი  მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია გახდა ავტომობილების ინსპექტირების სფეროში, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) წევრი. CITA-ს წევრები არიან ისეთი ბიზნეს-ორგანიზაციები როგორებიცაა: MAHA, BOSCH, ACTIA, COSBER, MUSTANG, CAPELEC, AUTOCOM, HELLA-GUTMANN და სხვა.

რაც შეეხება ასოციაციებს და ინსპექტირების კომპანიებს, CITA-ში გაწევრიანებულია: DEKRA, OPUS, TUV-NORD, TUV-RHEINLAND და სხვები. CITA მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. CITA-ს სათავო ოფისი განთავსებულია ბელგიაში, ქალაქ ბრუსელში.

ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სწავლებისა და განათლების საკითხებს. CITA მუშაობს კონკრეტულ თემებზე უფრო ვიწრო სპეციალიზაციითაც: ტესტირების სტანდარტი, ინსპექტირების მეთოდი, ბაზის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, აკრედიტაციის სისტემა, შეფასების კრიტერიუმი, საინფორმაციო სისტემებზე ხელმისაწვდომობა, პერსონალის პროფესიული თრეინინგი, ავტომობილის სტანდარტის კოორდინაცია მის სასიცოცხლო ციკლთან და ა.შ. CITA ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონფერენციებს, სწავლებებს. ადგენს რეკომენდაციებს წევრთათვის, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და რეზოლუციებთან.

CITA-ს მიზანია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოში ტექ-ინსპექტირების რეფორმა 2018 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყო, ამ რთულ გზაზე საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.