სიახლეები

14 დეკემბერი
2023 წლიდან ტექინსპექტირების წესებში ცვლილებები შედის!!!
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ტექინსპექტირების რეგლამენტის ცვლილება:
1) 2023 წლის 1 იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, მცირდება CO-ს დადგენილი ნორმა 0,55%-მდე,
აღნიშნული ნორმა 2022 წელს იყო 0,60%.
2) 2023 წლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები შემოწმდება ინსპექტირების ცენტრებში ხმაურის დონეზე.
3) 2023 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განმეორებითი ინსპექტირება ხდება ფასიანი:
- M1;N1 კატეგორია - 20 ლარი;
- M2;M3;N2;N3 კატეგორია - 30 ლარი;
- O3;O4 კატეგორია - 20 ლარი;