ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს:

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 

 

სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს.

 

სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

განმეორებითი ინსპექტირება M1; N1; O3; O4 კატეგორიებისათვის შეადგენს - 20 ლარს, M2; M3; N2; N3 კატეგორიებისათვის - 30 ლარს, ხოლო M1 კატეგორიის ელექტრომობილებისთვის - 15 ლარს