news
როგორ გავიგოთ როდის გვიწევს ტექინსპექტირება
დღევანდელი მდგომარეობით ცხოვრება ავტომობილების გარეშე წარმოუდგენელია. სატრანსპორტო საშუალებების დახმარებით თანამედროვე ადამიანი სწრაფად და კომფორტულად ახერხებს გადაადგილებას. ამან ყოველდღიურობა სრულებით შეცვალა. ქალაქის ერთი წერტილიდან მეორემდე მისვლა უმოკლეს დროში გახდა შესაძლებელი, რის შედეგადაც ჩვენი საქმიანობაც უფრო ეფექტიანი და მრავლისმომცველია.
იმისთვის, რომ ავტომობილში თავი დაცულად იგრძნოთ და არც სხვა მძღოლებს შეუქმნათ საფრთხე, მნიშვნელოვანია, თქვენმა მანქანამ ტექინსპექტირება დანიშნულ ვადებში, უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიაროს.
როდის და როგორ უნდა გაატაროთ ავტომობილს ტექინსპექტირება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ.
რას გულისხმობს ტექდათვალიერება
ტექდათვალიერება ავტომობილის გეგმურ შემოწმებას - ინსპექტირებას გულისხმობს. შედეგად დგინდება რამდენად მწყობრშია მანქანა და აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოების დადგენილ სტანდარტებს.
ტექინსპექტირების გავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მის გარეშე ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. შესაბამისად, ყველა მძღოლი ვალდებულია, რეგულარულად ამოწმოს საკუთარი ავტომობილი და პასუხისმგებლობით მოეკიდოს, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების უსაფრთხოების დაცვას.
რა ეტაპებს მოიცავს ტექინსპექტირება
ტექინსპექტირება, სულ მცირე, ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტებს უნდა მოიცავდეს:
- სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია
- სამუხრუჭე აღჭურვილობა
- საჭით მართვის სისტემა
- ხილვადობა
- ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა
- ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება
- შასი და მისი შემადგენლები
- სხვა მოწყობილობები
- უარყოფითი ზემოქმედება (გამონაბოლქვი)
როგორ უნდა გავიაროთ ტექდათვალიერება
ტექინსპექტირების გავლა ქვეყნის მასშტაბით არაერთ ტექდათვალიერების ცენტრში არის შესაძლებელი. თბილისში ტექდათვალიერების რამდენიმე ცენტრია ხელმისაწვდომი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ავტოტესტია.
თუ ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ავტოტესტის საიტს ეწვიოთ და დამატებით ინფორმაციას გაეცნოთ.
რა ტიპის დოკუმენტებია საჭირო ინსპექტირების ჩასატარებლად
ტექდათვალიერების გასავლელად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ უნდა წარადგინოს:
- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ან მისი ასლი
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი
ტარიფები დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების ტიპზე. ავტომობილებისთვისა და 3 500 კგ-მდე სრული მასის სატვირთოებისთვის ტექინსპექტირების ღირებულება 60 ლარია. მიკრო ავტობუსების, ავტობუსებისა და 3 500 კგ-ზე სრული მასის სატვირთოების შემთხვევაში კი - 100 ლარი.
აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის შემდგომ ცენტრი უფლებამოსილია თქვენი ავტომობილის შემოწმება დაიწყოს.
იმ შემთხვევაში, თუ პირველი დათვალიერების შედეგად ხარვეზები გამოიკვეთა, განმეორებით ინსპექტირებაზე მანქანა მომდევნო 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარადგინოთ.
განმეორებითი ტექინსპექტირება
გაითვალისწინეთ, რომ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს ან იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა წინარე ინსპექტირება, ან სხვა ინსპექტირების ცენტრში. დამატებითი საფასურის გადახდით, რაც შეადგენს მსუბუქი ავტომობილებისათვის - 20 ლარს. განმეორებითი ინსპექტირების ჩასატარებლად. ხარვეზად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების წარმდგენი ინსპექტირების ცენტრს წარუდგენს სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ხარვეზად მიჩნეული კომპონენტის შესაბამისობას სატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის საექსპლოატაციო დოკუმენტებით დადგენილ ნორმებთან.
სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებისას ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ ვიზუალური და ინსპექტირების ანგარიშში აღნიშნული იმ პოზიციების შემოწმება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. ვიზუალური შემოწმება მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებას და მათი შესაბამისობის დადგენას ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან,
როდის გვიწევს ტექდათვალიერება
როგორც წესი, ახალი ავტომობილები პირველი 4 წლის განმავლობაში ტექდათვალიერებას არ საჭიროებენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ავტომობილს 4 წელი უკვე შეუსრულდა, თუმცა ჯერ 8 წლის არაა, მაშინ ინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაატაროთ. 8 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი ტექდათვალიერება სავალდებულოა ყოველწლიურად.
ტექინსპექტირების ვადების გადამოწმება ავტოტესტზე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენი და სხვა მძღოლების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექდათვალიერებას სისტემატური სახე ჰქონდეს და დანიშნულ ვადებს არ გადააცილოთ. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ გარკვეული დროის შემდეგ გვავიწყდება, როდის არის შემდეგი შემოწმების თარიღი დანიშნული. ამგვარი შემთხვევების თავიდან არიდებაში ავტოტესტის უნიკალური მექანიზმი დაგეხმარებათ.
თუკი შემოწმებას ავტოტესტში გაივლით, თქვენი შემდგომი ვიზიტის გადამოწმება უმარტივესი პროცესით იქნება შესაძლებელი. შედიხართ ავტოტესტის საიტზე და თქვენივე მანქანის სანომრე ნიშნით ნახულობთ, როდის არის შემდგომი ტექდათვალიერების ბოლო ვადა. ამგვარად, ინსპექტირება აღარასოდეს დაგავიწყდებათ და მსგავსი შემთხვევებისგან სრულებით დაზღვეული იქნებით.
როგორ მივხვდეთ, რომ მანქანას ტექინსპექტირება ესაჭიროება
სავალდებულო რეგულარული ტექინსპექტირების გარდა, რომელსაც არსებული რეგულაციები ითვალისწინებს, ასევე მიზანშეწონილია თავად ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალისწინებაც. ყველა მწარმოებელი ავტომობილის შესაძლებლობების გათვალისწინებით შემოწმებასთან დაკავშირებით კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, გირჩევთ თავად თქვენს ავტომობილსაც დააკვირდეთ. ხომ არ ამჩნევთ მის ფუნქციონირებაში რაიმე ცვლილებებს? მაგალითისთვის, ხომ არ გაიზარდა საჭირო საწვავის ხარჯვის რაოდენობა? დადებითი პასუხის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირება დაუყოვნებლივ გაატაროთ.
სანდო ტექინსპექტირების ცენტრები
თქვენი უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ტექინსპექტირების ცენტრის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოიძიეთ სანდო დაწესებულებები, რომელთაც აქვთ შესაბამისი მოწმობა და ამავდროულად მომხმარებელთა შორის პოზიტიური რეპუტაციით სარგებლობენ.
დაწესებულებების ნაწილი დღევანდელი მდგომარეობით ელექტრო სივრცეში განაგრძობს მუშაობას. ეს მომხმარებლისთვის პროცესს ამარტივებს. ავტოტესტი თავის მომხმარებლებს სწორედ ამ უპირატესობას სთავაზობს.
შეჯამება
თუკი აქამდე ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად იყავით განწყობილი, იმედია, ჩვენი ბლოგის წაკითხვამ დაგარწმუნათ, რომ თქვენი და გარშემომყოფების უსაფრთხო მგზავრობისთვის სისტემატური ინსპექტირება აუცილებელია. არსებული სერვისი მომხმარებლისთვის ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ცენტრში არის ხელმისაწვდომი. თანამედროვე დაწესებულებების წყალობით კი ეს პროცესი გამარტივებულია.
ავტოტესტის საიტი მომხმარებელს სთავაზობს მექანიზმს, რომლის დახმარებითაც ტექდათვალიერების თარიღი აღარასდროს დაგავიწყდებათ. ამგვარად ინსპექტირებას დანიშნულ ვადებს არ გადააცილებთ და მოსალოდნელი საფრთხისგან დაზღვეული იქნებით.