M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება განისაზღვრება, როგორც: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

 

M1 კატეგორიის ავტომობილი, ავტო ინსპექტირებას (ტექდათვალიერებას) საჭიროებს ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.

 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ M1 კატეგორიის ავტომობილი გამოიყენება, როგორც ტაქსი ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტო სატრანსპორტო საშუალება, ავტო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

ავტომობილი
60 8
მსუბუქი ავტომობილი

M2  8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

 

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან წელიწადში ორჯერ.

მიკროავტობუსი
100 8
მიკროავტობუსი

M3 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

 

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან წელიწადში ორჯერ.

ავტობუსი
100 8
ავტობუსი

N1 არა უმეტეს 3500 კგ-ზე ნებადართული მაქსიმალური მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა.

ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს

სატვირთო
60 8
სატვირთო N1

N2;N3 3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

სატვირთო N2;N3
100 8
სატვირთო N2,N3