ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგიოსბაზე ტესტირება

ევროპული სტანდარტებით ავტოტესტირების უმაღლესი ხარისხი

გზისთვის ვარგისობა

    ტესტირების ცენტრში  ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №30 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სავალდებულო პერიოდული ტესტირება ეხება M1, M2,M3-მგზავრთა გადასაყვან, N1, N2, N3- კატეგორიის სატვირთო და  O1, O2, O3, O4 - კატეგორიის ტვირთის გადასაზიდ  მისაბმელ და ნახევრადმისაბმელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

   ინსპექტირებისას მოწმდება  №30 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელი ელემენტები და ტექნიკური პარამეტრები.

     შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა:

1. გზისთვის ვარგისობის ბარათი და ფირნიში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილების შესაბამისად.