ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგიოსბაზე ტესტირება

ევროპული სტანდარტებით ავტოტესტირების უმაღლესი ხარისხი

სახიფათო ტვირთები

    ტესტირების ცენტრში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთის გადასაზიდად გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სავალდებულო პერიოდული ტესტირება ეხებაN2, N3- კატეგორიის სატვირთო და  O3, O4 - კატეგორიის ტვირთის გადასაზიდ  მისაბმელ და ნახევრადმისაბმელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

   ინსპექტირებისას მოწმდება  №32 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელი ელემენტები და ტექნიკური პარამეტრები.

     შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა:

1.გზისთვის ვარგისობის ბარათი და ფირნიში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №6 დადგენილების შესაბამისად.

2. შესაბამისობის შეფასების ოქმი განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების
დასაშვებად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების შესაბამისად.