ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგიოსბაზე ტესტირება

ევროპული სტანდარტებით ავტოტესტირების უმაღლესი ხარისხი

სტატიები

სავალდებულო ტექდათვალიერება - მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებაც ავტომფლობელებს მოუწევთ
12 ნოემბერი, 2017

საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 1 იანვრიდან ამოქმედდება. ავტომობილებისთვის ტექდათვლიერების ჩატარების უფლება ამ ეტაპზე 26 კომპანიას აქვს მიღებული, თუმცა, ჯამში საქართველოს მასშტაბით 35 სადგური არსებობს, სადაც ტექნიკური დათვალიერების გავლაა შესაძლებელი.
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს შვეიცარული კომპანია SGS Societe Generale da Surveilance SA უწევს. სწორედ აღნიშნული კომპანია გამოაქვეყნებს ძირითად მოთხოვნებს, რომლის დაკმაყოფილებაც სავალდებულო გახდება, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის, ასევე აკრედიტაციის მიღების მსურველი ორგანოებისთვის.
ავტომობილების ტექდათვალიერების აკრედიტაციის მიღებისთვის კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრს უნდა მიმართონ. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ორგანო მათ ტესტირების ცენტრის სტატუსს ანიჭებს.
ავტომობილთა ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის დირექტორი ვაჟა იორდანიშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოთხოვნები, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი აყენებს, მოიცავს, როგორც შენობა-ნაგებობების სტანდარტებს, ასევე შესაბამისი გამზომი მოწყობილობების არსებობის აუცილებლობას.
ავტომობილის ვარგისიანობის დასადგენად, ცენტრებმა ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები სპეციალურ ერთიან ბაზაში უნდა შეიყვანონ, რომელშიც აკრედიტაციის მფლობელი ყველა კომპანია იქნება ჩართული.
„აქცენტი აღებულია იმაზე რომ გამზომმა ხელსაწყოებმა შეძლოს მონაცემების მიღება და გადაცემა ცენტრალურ სერვერზე პერსონალის ჩაურევლად. შემდეგ მანქანის ვარდგისიანობის დადგენას პროგრამული უზრუნველყოფა შეძლებს. ეს სქემა კორიფციის რისკებს გამორიცხავს, რადგან ვარგისიანობას პერსონალის ჩაურევლად, პროგრამა დაადგენს“, - ამბობს ვაჟა იორდანიშვილი. ახალი კომპანია, რომელსაც სურვილი ექნება რომ ბაზარზე შევიდეს, პირველ რიგში უნდა მიიღოს აკრედიტაცია, რის შემდეგაც ის ჩაერთვება პროგრამაში.
ამასთან, კომპანიებისთვის აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა სპეციალური ხელსაწყოებისა და გამზომველი საშუალებების არსებობა. აღნიშნული მოწყობილობები აკრედიტაციის მქონე 26 კომპანიიდან დღეს 8-ს აქვს.
„კომპანიების ნაწილს ხელსაწყოები უკვე შეკვეთილი აქვთ, ნაწილი კი SGS Societe Generale da Surveilance SA-ის ზუსტი მოთხოვნების გამოქვეყნებას ელოდება.
ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც მოთხოვნები გასაჯაროვდება, ტესტირების ჩატარების მსურველი კომპანიების რაოდენობა გაიზრდება“, - ამბობს ვაჟა იორდანიშვილი.
ტექდათვალიერების საფასური 60-დან 140 ლარის ფარგლებში იქნება და მას სხვადასხვა კომპანიები თავად დააწესებენ. ამ დროისთვის ავტომობილების კატეგორიების მიხედვით, ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი 60 ლარია, ყველაზე მაღალი კი 141 ლარი.
„ყველაზე მთავარია რომ რეპორტი გამოქვეყნდეს და მთავრობამ ზუსტად შეიტანოს ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები, რათა ინვესტორებმა ზუსტად იცოდნენ მოთხოვნების შესახებ. ამ ეტაპზე ეს პრობლემა დგას, რის გამოც ინვესტორების ნაწილი თავს იკავებენ ბაზარზე შემოსვლისგან“, - ამბობს ვაჟა იორდანიშვილი.
ავტომობილები ჯამში 12 პარამეტრზე შემოწმდება. მათ შორის ავტომობილის კომპლექტაციაზე: ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვა. აუცილებელ პარამეტრებს შორისაა გამართული სამუხრუჭე სისტემა, საჭის მართვის მექანიზმი, საქარე მინები, და ა.შ.
4 წლამდე ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას არ ექვემდებარება