ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგიოსბაზე ტესტირება

ევროპული სტანდარტებით ავტოტესტირების უმაღლესი ხარისხი

ECMT

    ტესტირების ცენტრში  სატვირთო ავტომობილებისა და მისაბმელებისათვის ECMT-ს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობზე ტესტირება ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №29 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული სავალდებულო პერიოდული ტესტირება ეხება  N2, N3- კატეგორიის სატვირთო და   O3, O4 - კატეგორიის ტვირთის გადასაზიდ  მისაბმელ და ნახევრადმისაბმელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.

   ინსპექტირებისას მოწმდება  №29 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემადგენელი ელემენტები და ტექნიკური პარამეტრები.

     შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა:

1. გზისთვის ვარგისობის ბარათი და ფირნიში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №30 დადგენილების შესაბამისად.

2. სატვირთო ავტომობილის და მისაბმელისათვის გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ოქმი.

3. მისაბმელის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი.

4. სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესატყვისობის ოქმი.