ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგიოსბაზე ტესტირება

ევროპული სტანდარტებით ავტოტესტირების უმაღლესი ხარისხი

ისტორია

   A ტიპის ინსპექტირების ორგანო  ტესტირების ცენტრი შპს „ავტოტესტ გეორგია“ დაარსდა 1997 წელს ქალაქ თბილისში. იგი მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნიs XI კმ-ზე.  საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირება-ტექნიკურ დათვალიერება. იგი არის გერმანული კომპანია MAHA-ს პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართვალოში. აღნიშნული კომპანია თავის მხრივ წარმოადგენს ზემოთხსენებულ სფეროში გამოყენებული მოწყობილობების უმსხვილესი მწარმოებელს.

   შპს „ავტოტესტ გეორგია“ თავის საქმიანობას ახორციელებს სტანდარტი სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 - ის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტების და ევრო დირექტივებით დადგენილი ნორმების შესაბამისობაზე. მას უშუალო კონტაქტი აქვს ისეთ ორგანოებთან როგორებიც არიან: სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, სახმელეთო ტრანსპორტის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტო.

   ტესტირების ცენტრს გააჩნია საქმის სრულფასოვნად წარმოებისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური რესურსი. იგი აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით და გამზომი საშუალებებით. ტესტირების ცენტრი დაკომპლეკტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომლის თითოეულ მათგანს გააჩნია აღნიშნულ საქმიანობაში მოღვაწეობის არანაკლებ ათ წლიანი გამოცდილება.